მსახიობი თამარ მაყაშვილი „პროექციის“ ობიექტივში წამყვან ზვიად სირაბიძესთან ერთად გამოჩნდა და ისაუბრა – „რა არის მისი სევდა და მისი ტკივილი“.
„ჩემი ტკივილი ალბათ არის ჩემი შვილების რაღაც დაულაგებელი და დაუწყობელი… არა უშავს, ყველაფერი დალაგდება და დადგება თავის ადგილას.
თითქოს არ ვიმჩნევთ მაგრამ, შენ ეს გინდა თუ არ გინდა, შინაგანად მოგდევს რა… თავისი წარსულიდან მოყოლებული, თუნდაც ჩემი ერთ-ერთი შვილის ისტორია და მერე ეს არეულ-დარეულობა…
არ იმჩნევ, რასაკვირველია ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ეს შენ შინაგანად გჭამს. გინდა თუ არ გინდა გჭამს. ეს ღელვა ბუნებრივია“, – აცხადებს თამარ მაყაშვილი.
