LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჩემს ადგილს ყველგან ვიპოვი, პოლიტიკაშიც, ჟურნალისტიკაშიც და ბოლობოლო სიმღერებს დავწერ – ირმა ინაშვილი

109
irma fortuna

შეიძლება აქამდე ბევრს ეგონა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის შესახებ ყველაფერი იცოდა.  მაგრამ  ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაციაში“ გაირკვა, რომ პოლიტიკოსი სიმღერებს წერს.

წამყვანსა და ჟურნალისტს შორის შემდეგი დიალოგი გაიმართა:

ირმა ინაშვილი:

„მინდა, რომ ხალხი დაფიქრდეს. მე ჩემს ადგილს ყველგან ვიპოვი. პოლიტიკაშიც, ჟურნალისტიკაშიც და ბოლობოლო სიმღერებს დავწერ. არც ეს არაა პრობლემა“.

ინგა გრიგოლია:

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ცნობილი სიმღერების ზოგიერთი ტექსტი შენია.

ირმა ინაშვილი:

ტექსტიც და მუსიკაც. არ გვემღერება ამ ქვეყანაში.

ინაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. 

„თავო ჩემო ბედი არ გიწერია, ამის დაწერილია, მგონი“.

„მე მგონი, ცეკვა უფრო ეხერხება“.

„სულ რომ ჩხუბობ, იმღერე მერე“.

„ ბოლო უკეთესია, გაგვართობს მაინც“.

„ისე ბევრმა პოლიტიკოსმა რომ დაანებოს თავი პოლიტიკას და სიმღერები წერონ, ის სჯობს“, – წერენ სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g