LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემს ცხოვრებაშიც ახალი ეტაპია, აბსოლუტურად სხვა მდინარეში შევცურე უფრო ლაღად, თავისუფლად და თავდაჯერებულად“ – ლელა წურწუმიას გულახდილი ინტერვიუ

2106
fot

ლელა წურწუმიამ თავისი ახალი კლიპის გადაღების პროცესში გულახდილად ისაუბრა.

როგორც ლელამ აღნიშნა, მის ცხოვრებაში ახალი ეტაპია, ის ახლა უფრო ლაღი, თავისუფალი და თავდაჯერებულია.

„ბოლო ორი წელიწადია სხვანაირად შევედი ამ წყალში, სხვანაირად აღვიქვი, სხვანაირად ჩავიცვი ტანზე, ისე მსიამოვნებს ეს პროცესი, მაყურებელთან ურთიერთობა.

ჩემი ჩაცმის სტილი ყოველთვის ასოცირდებოდა სოლიდურ რაღაცებთან და მივხვდი, რომ არა, აღარ მინდა ეს…

რომ დავფიქრდი, ჩემს ცხოვრებაშიც ახალი ეტაპია, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა მდინარეში შევცურე, უფრო ლაღად, უფრო თავისუფლად და უფრო თავდაჯერებულად.

წლებმაც მოიტანა, გამოცდილებამაც, შრომამ, დამოკიდებულებამ, პასუხისმგებლობამ…

კი მესმის, რომ დიდი დოზით ვარ, ხშირი კონცერტები მაქვს, მაგრამ სხვანაირად ვერ იქნები იმიტომ, რომ შეიძლება გაქრე, ძალიან ბევრი ადამიანი გამქრალა, სამწუხაროდ და მე ნამდვილად ვერ მივცემ ამის უფლებას ჩემს თავს და არც ჩემი თაყვანისმცემლები მომცემენ ამის უფლებას. როდესაც შენ ამხელა აუდიტორია გყავს და ეს ადამიანები, თავისი ნაშრომით ბილეთს ყიდულობენ, გეფერებიან, გესიყვარულებიან, სხვანაირად ვერ მოიქცევი, გულწრფელად ვამბობ…რეალობაში მე ხომ ამ ყველაფერს ვხედავ. როცა ეს ადამიანები მოგყვებიან წლების განმავლობაში, უნდა დაუფასო ეს დიდი სიყვარული…

სანამ შემეძლება და სანამ ჩემს მაყურებელს ვეყვარები, მეც ალბათ ჩემი ვალდებულებები მაქვს, ღმერთთან, ჩემს მაყურებელთან და სწორედ ამიტომაც ვიღებ ამ კლიპს,“ – აღნიშნა ლელა წურწუმიამ.

 

„აღარ მინდა მე შენთან“ – კადრები ლელა წურწუმიას ახალი კლიპის გადაღების პროცესიდან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები