LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ჩემში ისევ ცოცხლობს ის 18 წლის გოგონა” – 9 აპრილის ერთ-ერთი სიმბოლო – ცნობილი გოგონა დროშით 11 წლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა

92
BeFunky-collage - 2022-11-28T013604.542

9 აპრილის ერთ-ერთი სიმბოლო – ცნობილი გოგონა დროშით, ნანა მახარაძე 11 წლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

როგორც ნანა “რუსთავი 2-ის” ეთერში საუბრობს, 9 აპრილის მოვლენების დროს არაფრის ეშინოდათ. თავისუფლების მოედანზე სწავლობდნენ როგორ უნდა ჰყვარებოდათ ქვეყანა.

“მე ვარ 18 წლის გოგონა, დროშით ხელში, შავ-თეთრი ფოტოდან და ეს ძალიან მეამაყება. ჩემში ეს გოგონა ისევ არის…ჩვენ გვჯეროდა, რომ თუ ერთმანეთის გვერდზე ვიქნებოდით, მაშინ ჩვენი გულისცემაც ერთმანეთს შეენაცვლებოდა. თითქმის ყველას ხელში შავი დროშა გვეჭირა და მკლავებზე შავი სამკლაურები გვქონდა გაკეთებული. აქციის დარბევის დღე, ჩემთვის სავსეა ტრაგიზმით და სევდით. აქ ჩვენი ქვეყნის ბედი წყდებოდა. ეს იყო ჩვენი პროტესტი ამ უზარმაზარი იმპერიის წინააღმდეგ. ეს იყო დასტური ჩვენი სიძლიერის. არაფრის გვეშინოდა. მოედანი სავსე იყო ტიტებით. დიდი ხნის მანძილზე არ მიყვარდა ტიტები და გაზაფხული. მოვდიოდით, ვისმენდით და ვსწავლობდით, როგორ უნდა გვყვარებოდა ქვეყანა. ამ ადგილზე 19 წლის ასაკში ვისწავლე მამაო ჩვენო. ჩემთვის ეს ადგილი სამებაც არის, სვეტიცხოველიც, გელათიც და იერუსალიმიც”, – საუბრობს ნანა მახარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები