ქართველმა პიანისტმა დავით ხრიკულმა ახლახან მუსიკალურ სამყაროში საოცარ წარმატებას მიაღწია. შოპენის პიანისტთა კონკურსი, რომელსაც საერთაშორისო სტატუსი აქვს, ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება და ერთ-ერთ პრესტიჟულ ღონისძიებად მიიჩნევა, მისთვის ერთ-ერთი დიდი ტრამპლინი გახდა, რაც მის მუსიკალურ კარიერაში მნიშვნელოვან კონტრიბუციას შეიტანს. კონკურსი ვარშავაში მიმდინარეობს და მისი ფინალური ეტაპი 18-20 ოქტომბერს გაიმართება.
საერთაშორისო კონკურსის სამი ეტაპის შედეგად, ახლახან ცნობილი გახდა, რომ ხრიკული საუკეთესო 11 მონაწილეს შორის მოხვდა და თავისი ბრწყინვალე შესრულებების კვალდაკვალ, შეეცდება, რომ პირველი ადგილისთვის იბრძოლოს.
ხრიკულის საოცარ ტექნიკას, განსაკუთრებულ პიანოს და ემოციურ შესრულებას აქებენ ინტერნეტსივრცეშიც, სადაც მისი გამოსვლიდან ამონარიდებს სხვადასხვა გვერდი ავრცელებს.
დავით ხრიკულს ამ დიდ წარმატებას ულოცავენ საქართველოშიც და საზღვრებს გარეთაც, სადაც მისი გამოსვლების გამო აღფრთოვანებას ვერ მალავენ.
„პირველად საქართველოს ისტორიაში! ისტორია დაიწერა!.“, წერენ სოციალურ ქსელში.
„ჭექა-წუხილი ვარშავაში“, აღნიშნულია ერთ-ერთი გვერდის მიერ გავრცელებული ამონარიდის აღწერისას, სადაც ხრიკულის გამოსვლიდან ნაწყვეტია შემოთავაზებული.