LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჭკუაზე არ ვარ ამ შედეგით.. ერთი სული მაქვს, საცურაო კოსტიუმს როდის ჩავიცვამ“ – მაია ასათიანი

3217
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, მაია ასათიანი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, აბდომინოპლასტიკის (მუცლის პლასტიკა) ოპერაცია ჩაიტარა და მუცლის არეში ზედმეტი კანი მოიშორა, საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე მიმდევრებს მორიგ ვიდეოებს უზიარებს და დეტალურად საუბრობს რეაბილიტაციის პროცესზე.

როგორც მაია ასათიანი ამბობს, შედეგით საოცრად კმაყოფილია, ხოლო რეაბილიტაციის პროცესი იმაზე მეტად მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა.

„ყველაფერი კარგად არის, ნამდვილად არ მაქვს განცდა, რომ ოპერაცია გავიკეთე.. ძალიან ბევრი წერილი შემომდის, გოგოებო, ყველას გიპასუხებთ..“ – მაია ასათიანი

„ჭკუაზე არ ვარ ამ შედეგით.. ყოველ დილით ისეთ კარგ ხასიათზე ვიღვიძებ, გეგონება ჩემს საყვარელ ადგილას ვიყავი შვებულებაში..

თურმე როგორ მაკომპლექსებდა, რადგან მთელი გარდერობი ისე მქონდა აწყობილი, რომ მუცელი არ გამომჩენოდა.

ვიდეო: „იმდენი თბილი და ტკბილი მესიჯი მივიღე სავსე მაქვს გული“ - მაია ასათიანი პოსტოპერაციულ პერიოდზე საუბრობს

ჟურნალისტმა მაია ასათიანმა აბდომინოპლასტიკის (მუცლის პლასტიკა) ოპერაცია ჩაიტარა და მუცლის არეში ზედმეტი კანი მოიშორა.

დღეს ვიხსნი ნაკერებს და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდები. რეაბილიტაცია უფრო რთული მეგონა, სინამდვილეში ბევრად მარტივი აღმოჩნდა.. ხშირად მეკითხებით ტკივილზე, პირადად მე, პირველი დღის მერე, ტკივილი აღარ მქონია..

ერთი სული მაქვს, საცურაო კოსტიუმს როდის ჩავიცვამ და მერე თავი უნდა მოგაბეზროთ ჩემი „სთორებით“, – ამბობს მაია ასათიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g