ნატალია ყიფშიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება და მედიასთან მიმდინარე მოვლენებს აფასებს.
მსახიობის თქმით, სურს რომ ერთი პირის მმართველობა შეწყდეს.
„მინდა რომ ერთი პირის მმართველობა შეწყდეს. ჩვენ არ გვინდა რომ მოვიდეს არც ბატონი ბიძინა, არც ბატონი მიშა ან გრიშა, ჩვენ გვინდა კოალიციური მმართველობა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყველა რაღაც სახელს გვეძახის. ჩვენ არავისი ინტერესი არ გვაქვს“, – ამბობს ნატალია ყიფშიძე.