მომღერალი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში გვიზიარებს ვიდეოს, რომელიც არჩილ სოლოღაშვილთან ერთად, ახალი სიმღერის ჩაწერის დროს არის გადაღებული.
„ჩვენი ახალი სიმღერა და ფარული ვიდეო“, – წერს თიკა ფაცაცია „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოზე.
ცნობისათვის, რამდენიმე თვის წინ მომღერალმა თიკა ფაცაციამ გულშემატკივრები ახალი სიმღერით „მე ბედნიერების მჯერა“ გაანებივრა. სიმღერამ და კლიპმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
სიმღერის რადიოპრემიერა 8 ივლისს, რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემაში შედგა.
