LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ციხეში ყოფნის დროს ძალიან მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაში ჩავარდა… ექიმები ამბობენ, რომ ოპერაციის შემდეგ შეძლებს ფეხზე დადგომას… უმორჩილესი თხოვნაა, როგორც შეგვეძლება ისე დავეხმაროთ“ – დეკანოზ გიორგი მამალაძის დასახმარებლად საზოგადოება ერთიანდება

277
გიორგი მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის დასახმარებლად ცნობილი ადამიანები ერთიანდებიან და საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.

„მამა გიორგი მამალაძეს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ციხეში ყოფნის დროს იგი ძალიან მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაში ჩავარდა. იგი ეტლზეა მიჯაჭვული. თუმცა, ექიმები ამბობენ, რომ ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდეგ შეძლებს ფეხზე დადგომას. ოპერაციას დიდი თანხა სჭირდება, რაც მამა გიორგის ოჯახს არ გააჩნია.

დღეს ჩვენზეა დამოკიდებული შეძლებს თუ არა მამა გიორგი ადამიანურად ცხოვრებას. მხოლოდ ერთობით, სოლიდარობით და თანადგომით შევძლებთ მის დახმარებას. ჩავერთოთ, გავაზიაროთ და გადავრიცხოთ.

შენ ერთი ხარ, მაგრამ შენს ერთ ქმედებას დიდი ძალა აქვს.

უმორჩილესი თხოვნა იქნება, რომ როგორც შეგვეძლება ისე დავეხმაროთ მამა გიორგის, რომ დაუბრუნდეს თავის ძველ ცხოვრებას“, აცხადებენ ცნობილი ადამიანები ერთობლივ მიმართვაში.

დეკანოზ გიორგი მამალაძის დასახმარებლად.

თიბისი ბანკი – #GE37TB7061845061100134

საქართველოს ბანკი – #GE73BG0000000607566950

(მიმღები შვილი – თ.მ.)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g