ქობულეთში მოსახლეობა იდუმალი არსების შესახებ ალაპარაკდა, რომელიც ღამ-ღამობით მათ სახლებში შედის და კარებზე აბრახუნებს.
როგორც მოქალაქე „მთავარ არხთან“ საუბრობს, არსება პირადად ნახა და ის ადამიანს არ ჰგავდა.
„რაღაცამ ძაღლს დაარტყა და ისმოდა ძაღლის ტირილი. გავიხედე და ეზოში იყო. კარებთან იყო ჩამჯდარი. დავინახე შავებში ჩაცმული, თუმცა ეს ადამიანი არ იყო. რაღაცნაირი გამონათება ჰქონდა თვალებში. პოლიციის სიგნალის შემდეგ გაქრა. ცხოველის ხმაზე ყმუის. აკაკუნებს სახლის კარებზე“, – საუბრობს მოქალაქე.
ასევე ადგილობრივის თქმით, არსება მისმა ცოლმაც ნახა, როდესაც კარებზე მთელი ძალით აბრახუნებდა.
„ჩემმა მეუღლემ ნახა და მას შემდეგ სახლში ღამე ვერ ჩერდება“, – ამბობს ადგილობრივი.