„რუსთავი 2“-ის მუსიკალური მეგაშოუს „საქართველოს ხმის“ ნახევარფინალი გუშინ დრამატულად წარიმართა, ექვსი მონაწილედან ფინალში მხოლოდ სამი გადავიდა, მათ შორის კი ხმების ლიდერი გახდა გიორგი ჭიალაშვილი, მომღერალი ქუთაისიდან.
პატრიოტულ ტურში მან „ხმალი ავლესოთ ქართველებო“ ემოციურად შეასრულა და ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა – „ცრემლები მომდის და თავს ვიკავებ“, აღნიშნა გიორგი ძოწენიძემ.