LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დამუნჯებული ვარ, უსამართლობისგან სიტყვებსაც ვერ წარმოვთქვამ..ხვალ მივდივარ გამომძიებელთან“ – რას ჰყვება კესარია აბრამიძის პერსონალური ქოუჩი

715
კესარია აბრამიძწ

პერსონალური ქოუჩი, მწერალი, იურისტი თეკლა გეთიაშვილი კესარია აბრამიძესთან დაკავშირებით საუბრობს.

როგორც თეკლა აღნიშნავს, კესარიას პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარს არ აპირებს, ის მხოლოდ გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს.

„კესარიას პირად ცხოვრებაზე, რაზედაც მე მესაუბრებოდა, როგორც კლიენტი, ვერაფერს და არაფერს ვიტყვი.

მეორე დღეა დადუმებული და დამუნჯებული ვარ, უსამართლობისგან სიტყვებსაც ვერ წარმოვთქვამ. გაბრაზებული ვარ მასზე, საკუთარ თავზე, გაბრაზებული ვარ სამყაროზე, აღარ ვსაუბრობ მის მკვლელზე.

ხვალ მივდივარ გამომძიებელთან და ერთადერთი მას გავცემ პასუხს იმისთვის, რომ გამოძიებას დავეხმარო.

საოცარი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან, საოცარი ადამიანი მოკლეს სასტიკი მკვლელობით.

ადამიანი, რომელიც იყო ყველა თავისი მონაცემით ძალიან ქალური და მამაკაცის, ადამიანის ყველაზე დიდი ღირსებებით. ვინც კესოს იცნობდა ამაში ყველა დამეთანხმება.

ის იყო ადამიანი, რომელიც ყველაზე დარდობდა, ყველას ეხმარებოდა, ყველას გამო შეეძლო ენერვიულა,“ – აღნიშნავს თეკლა გეთიაშვილი.

„მომცა 11 ტრანსი გოგოს მისამართი და ფული.. ჩემზე ათას ჭორს ავრცელებენ და შეიძლება არც აიღონ დახმარება, არადა სახლში არიან გამოკეტილები, ძალიან უჭირთო! 3 თვის განმავლობაში უზრუნველყო ყველას კვება, კომუნალურები და რამდენიმეს წამლებიც“ – გიგა მაქარაშვილი კესარია აბრამიძეზე

მაია ასათიანი: „ახლა ვნახე ჩვენი ბოლო მიმოწერა, კესოს მესიჯი სიტყვა სიტყვით ასეთია: „რომ შევურიგდე, აუცილებლად მომკლავს“

„ცოლად მოყვანას მთხოვდა და ფოტოს გამოქვეყნებით მაშანტაჟებდაო ამ არაკაცმა!, იმედია უვადო პატიმრობას მიუსჯიან!“ – ნინი შერმადინი კესარია აბრამიძის მკვლელობაზე

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ბექა ჯაიანს ბრალს ოფიციალურად კანონით დადგენილ ვადაში წაუყენებენ, რის შემდეგაც, სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

შემთხვევის ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ მიდის ბრალდებული კესარია აბრამიძის საცხოვრებელ კორპუსთან დაახლოებით, 19:00 საათზე, როგორ ადის ის ლიფტით და დაახლოებით, 15 წუთში კიბეებით როგორ ტოვებს სადარბაზოს.

„დედამ ჩამაბარა და მითხრა – ჩემს თბილ გოგოს თქვენ გაბარებთ , ვიცი არავის დააჩაგვრინებთ… თავდაჯერებული, მიმნდობი, ხალისიანი და მხიარული, საოცარი იუმორის გრძნობით! უცებ გახდა მთელი კოლექტივის ლიდერი“ – კესარია აბრამიძეს ემოციური პოსტით ემშვიდობებიან

მოკლულის მეზობლების განცხადებით, მათ ყვირილის ხმა გაიგეს, აბრამიძის სახლთან მისულმა მეზობელმა კი ახალგაზრდა ქალი დაჭრილ მდგომარეობაში იპოვა.

მეზობლების განმარტებითვე, აღნიშნულ მამაკაცს ისინი ხშირად ხედავდნენ. მათივე ცნობით, აბრამიძეს ბექა ჯაიანის მხრიდან მუქარაზეც არაერთხელ უსაუბრია.

„ოჯახი 10 წელია თბილისშია – სადღაც დაწესებულებაში დაცვად მუშაობდა… ამ დილით, ტელევიზიით ვნახე რომ დაუჭერიათ“ – რას აცხადებენ დაკავებულის ოჯახის წევრები

კესარია აბრამიძის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია, ის ექსპერტიზაზე შემთხვევის ადგილიდან გუშინ გადაასვენეს.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g