LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დღეს ის ქალები, რომლებიც თაიგულებს მიიღებენ საჩუქრად, შეიძლება სასიკვდილოდ გაიმეტონ.. დაუსრულებელი, წარმოუდგენელი სისასტიკე რომელსაც ვერაფრით, ვერავინ ვერ ვერევით. ძალადობას გამართლება არ აქვს“ – ლელა მებურიშვილი საკუთარი ფილმიდან ეპიზოდს გვიზიარებს

144
ლელა მებურიშვილი

მსახიობი ლელა მებურიშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ფილმიდან სცენას გვიზიარებს და წერს, რომ „8 მარტს, ქალთა დღეს ის ქალებიც მიიღებენ საჩუქრად თაიგულებს, რომლებიც შესაძლოა სასიკვდილოდ გაიმეტონ“.

ლელა მებურიშვილი წერს, რომ ძალადობას გამართლება არ აქვს.

„არ მიყვარს მძიმე და არასასიამოვნო ემოციების გაზიარება, მაგრამ დღეს რატომღაც განსაკუთრებით ბევრი საშინელი ამბავი მოვისმინე. ალბათ იმიტომ რომ დღეს ის ქალები რომლებიც თაიგულებს მიიღებენ საჩუქრად შეიძლება ისევ სასიკვდილოდ გაიმეტონ. დაუსრულებელი, წარმოუდგენელი სისასტიკე რომელსაც ვერაფრით, ვერავინ ვერ ვერევით. ძალადობას გამართლება არ აქვს. იქნება ეს ქალზე , მამაკაცზე, ბავშვზე თუ ცხოველზე.

გიზიარებთ ეპიზოდს ჩემი მოკლე ფილმიდან. უნდა ავიმაღლოთ ცნობიერება და დავდგეთ ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ. იმაზე ახლოს ხდება ვიდრე ჩვენ გვგონია.“, – წერს ლელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები