LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დღეს უმძიმესი დღეა ჩემს ცხოვრებაში…ოდესმე მაინც მოგიწევს იმის ახსნა აქ მარტო როგორ დამტოვე“ – ნუცა ცისკარიშვილი ემოციურ კადრებს გვიზიარებს

1309
2025-03-16_00-21-15_269427

ნუცა ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მამას ემოციურ პოსტს უძღვნის და სასაფლაოზე გადაღებულ სევდიან კადრებს გვიზიარებს.

აღსანიშნავია, რომ 15 მარტი ბლოგერის მშობლის გარდაცვალების დღეა.

„ყოველთვის ვცდილობ ჩემი ტკივილი და დარდი ჩემთვის შევინახო ხოლმე.. ამდენი წელია ჩემი მეგზურები მომყვებით და არასოდეს დამიმძიმებიხართ ჩემი ისტორიებით.. მაგრამ მამის დარდს მაინც ვერა და ვერ ვუმკლავდები … დღეს პაპას საფლავზე პირველად მივიყვანე დაჩი, მამიკოს გოგოებს უკვე შვილები ჰყავთ და ალბათ სადღაც ზემოთ ხარობს მისი სული ..

ეს კი მისი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა იყო რომელიც ბოლოს ეყენა ტელეფონზე და სულ მის თავს მახსენებს..
.
.
.

დღეს უმძიმესი დღეა ჩემს ცხოვრებაში…

2012 წლის 15 მარტს მამაჩემს გულმა უღალატა ..

16 წლის ვიყავი… ღამის 11 საათი იქნებოდა, საწოლის კიდესთან ფეხებთან ვეჯექი მძინარე მამას და წიგნს ვკითხულობდი. ისეთი მშვიდი საღამო იყო – ვერავინ იფიქრებდა რამხელა ტრაგედია და სიმწარე მელოდა იმ ღამეს ..

უცებ მამამ ძილში ხრიალი დაიწყო და 15 წუთში დასრულდა მისი წუთისოფელი.. ჩემი პატარა დები და ბებოც იქვე იყო, შეესწრნენ ამ ცხოვრების უსამართლობას – მამა 48 წლის იყო..

ეჰ.. ცხობრება კი გაგრძელდა, მაგრამ
მენატრები. მიყვარხარ და მეყვარები ბოლო წუთამდე!

მაგრამ! მაგრამ იცოდე ოდესმე მაინც მოგიწევს იმის ახსნა აქ მარტო როგორ დამტოვე!“, – წერს ნუცა ცისკარიშვილი.

ფოტო: ,,ჩემი მამიკო 60 წლის გახდებოდა…ოდესმე შევხვდებით მა” – ნუცა ცისკარიშვილის ემოციური პოსტი მამაზე

ნუცა ცისკარიშვილი ბევრ შვილზე ოცნებობს: „ოტია კომპლიმენტებით არ გამოირჩევა, ძირითადად, სათქმელს საქმით მაჩვენებს…“

ვიდეო: „უკვე დაჩისთან ერთად“ – ოტია იოსელიანის რძალი, ნუცა ცისკარიშვილი შვილთან, პატარა დაჩი იოსელიანთან ერთად აცეკვდა – ნახეთ უსაყვარლესი კადრები

ვიდეო: „დაჩის ოქროს და პირველი დაბადების დღის ვლოგი, სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო“ – პატარა იოსელიანი 1 წლის გახდა: ნუცა ცისკარიშვილი უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g