LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჟურნალისტი თიკო ფეიქრიშვილი პილატესის ინსტრუქტორი გახდა: „უკვე 30 წელია, ვარ ჟურნალისტი, მაგრამ მეორე წელია, ჩემი ცხოვრება შეიცვალა… პასუხზეც რომ არავინ დარეკა, მივხვდი, რომ ამ ქვეყანაში გზებს გიკეტავენ…“

294
b5eb1745-abb1-4608-a0be-49561930e8c4

movement.com.ge აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჟურნალისტი თიკო ფეიქრიშვილი საუბრობს იმაზე, როგორ მივიდა ჟურნალისტობიდან პილატესის ინსტრუქტორობამდე.

თიკო ფეიქრიშვილი:

„ჩემთვის უცნაური ადგილია, მაგრამ ძალიან მაგარი ადგილი. ეს არის ჩემი სტუდია, სადაც რამდენიმე დღეში პირადად მე ვავარჯიშებ გოგონებს, ქალებს, დიდებს, პატარებს, დამწყებებს პილატესს. მე ვარ ჟურნალისტი და იმავდროულად, პილატესის ინსტრუქტორი. მანამდე მთელი ცხოვრება, უკვე 30 წელია, ვარ ჟურნალისტი, მაგრამ მეორე წელია, ჩემი ცხოვრება შეიცვალა, აღარ მაქვს ჟურნალისტური საქმიანობა. ერთი წლის წინ, ავადსახსენებელი კანონი მეორედ შემოიტანეს პარლამენტში და მივხვდი, რომ არ არსებობდა, იმ არხზე მემუშავა. მანამდეც მქონდა პრეტენზიები, მაგრამ უკვე ბრძოლაც აღარ გამოდიოდა. არ დამინებებია სამოქალაქო აქტივობისთვის თავი.

შემდეგ კომპანიებს მივმართე, სადაც მეტ-ნაკლებად ვხედავდი თავს. შეხვედრისას ყველა მეუბნებოდა, ფანტასტიკური კანდიდატი ხარო, მაგრამ უცებ ქრებოდნენ. პასუხზეც რომ არავინ დარეკა, მივხვდი, რომ ამ ქვეყანაში გზებს გიკეტავენ. გიკეტავენ და გეუბნებიან, გადარჩიო. ექვსი წელია, ინტენსიურად ვვარჯიშობ პილატესს. კრიზისულ ბოლო ორ წელიწადშიც ძალიან მიშველა. ბედნიერების შეგრძნებას მაძლევდა. ჩემთვის ძალიან ორგანული გახდა. სოციალური ქსელში ვნახე რეკლამა, შევასწავლით პილატესის ინსტრუქტორობასო. მივხვდი, რომ მინდოდა… თავიდან ჩემს თავთანაც ვერ ვამბობდი, მაგრამ ახლა უკვე ვამბობ, რომ მე ვარ ინსტრუქტორი… მე მომწონს ეს გარდასახვა… არ მეშინია, ვაიმე, რა ვქნა-მეთქი. ვიცი, რომ კარგი იქნება და გამოვა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g