მხატვარი მაკა დადიანი, რომელიც შვეიცარიაში მოღვაწეობს, ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ გადაცემაში, „მონოლოგი“ თავისი გარდაცვლილი ძმის, ცნობილი ქართველი კალათბურთელის, გარდაცვლილი დუდუ დადიანის შესახებ ემოციურად საუბრობს.
მაკა დუდუს ახასიათებს, როგორც უთბილეს და უსაყვარლეს ადამიანს, რომელიც მისთვის საოცარი ძმა იყო.
„უდიდესი ტკივილია. დუდუ იყო ჩემი ძმა, იგივე ჩემი შვილი. დედა ადრე დაგვეღუპა და დედობრივი სიყვარული მქონდა დუდუს მიმართ. გვერდში მეწვინა და სულ ერთად გვეძინა. ვუვლიდი როგორც შვილს.
დუდუ საოცარი ძმა იყო. უთბილესი და უსაყვარლესი. არ გავიდოდა ორი საათი რომ ჩემთან არ დაერეკა. ეჭვიანიც იყო, როდესაც ვინმეს მოწონებას ატყობდა ამბობდა: „რა უნდა ამას, თაფლი გასხია“. დუდუ ცოცხალი რომ ყოფილიყო, ყოველ კვირას აქ იქნებოდა“, – საუბრობს მაკა დადიანი.
