დუეტმა „ჯორჯიამ“ ფოთში ღია ცის ქვეშ კონცერტი სრული ანშლაგით გამართა.
მსმენელი კონცერტის ყველა მომენტში აქტიურად იყო ჩართული და საყვარელ ჰიტებს მომღერლებთან ერთად მღეროდა.
რეპერტუარში იყო პოპულარული სიმღერები რატის და მაკას რეპერტუარიდან, სცენიდან კი დიდი ენერგია მოდიოდა.
საღამოს განმავლობაში აჟღერდა ახალი სიმღერა, რომელიც რატი დურგლიშვილმა სპეციალურად დუეტი „ჯორჯიასთვის“ დაწერა.