ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი სახლის კარს საღებავი შეასხეს.
პოსტს ნაზღაიძე შესაბამის ვიდეოს ურთავს და წერს:
„ეს არის ჩემი სახლის კარი!!! ძალიან ცდილობთ დაშინებას, თუმცა არაფერი გამოგივათ, რადგან ქართველი ხალხი ყოველთვის იმარჯვებს! ჩვენ არ დავნებდებით, რადგან გამარჯვებამდე ძალიან ცოტა რჩება“, – წერს გიორგი ნაზღაიძე.