LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან გამიჭირდა ჩემი უმცროსი ძმის გარდაცვალება, შაქარი დამემართა…ჩემი პატარა და ქუთაისში გარდაიცვალა და დედაჩემმა ნაჭრებში გახვეული წამოიყვანა, რადგან კატაფალკის საშუალება არ იყო“ – რას იხსენებს დავით დვალიშვილი

319
2025-03-30_00-36-31_669849

დავით დვალიშვილი გადაცემის „მეფესავით Podcast“ სტუმარია, რომლის ეთერშიც ცხოვრების მძიმე მომენტებს იხსენებს.

მსახიობის თქმით, ძმის გარდაცვალება ძალიან განიცადა და დღემდე უჭირს ამ ტრაგედიის გახსენება.

„ძალიან გამიჭირდა ჩემი ძმის გარდაცვალება. ჩემზე უმცროსი იყო. ვერ წარმომედგინა. გავიდა დრო და ამ ნიადაგზე შაქარი დამემართა. ახლაც კი, 6-7 წლის შემდეგ, მგონია რომ გააღებს კარებს და შემოვა. უბედურება ბევრი მაქვს ნანახი.

პატარა ვიყავი, როდესაც მატარებლით მშობლებთან ერთად მოვდიოდი. დედას თეთრ ნაჭერში გახვეული ბავშვი უჭირავს და ტირის. მამაჩემი ეუბნება ნუ ტირი, თორემ ჩაგვსვამენო. თურმე ჩემი პატარა და, ქუთაისში გარდაცვლილა და კატაფალკით გადმოსვენების საშუალება არ ჰქონდათ. ახლა ვხვდები რამხელა უბედურების მომსწრე ვიყავი, რომელიც ახლა გავიგე“, – იხსენებს დავით დვალიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g