ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც 27 წლის სასკოლო ავტობუსი Bluebird-ია ასახული და ის ამერიკელმა წყვილმა კომფორტულ სახლად გადააქცია. 6 შვილის მშობლებმა ძველი მანქანა სულ რაღაც 800 დოლარად შეიძინეს. ამასთან, სატრანსპორტო საშუალება დახმარების გარეშე გადაადგილდებოდა. მოდიფიკაციის შემდეგ ავტობუსი ხანგრძლივი მოგზაურობისთვის საჭირო ყველა დეტალით აღჭურვეს და მის გაუმჯობესებას დღემდე აგრძელებენ.
ენთუზიასტებმა პირველ ეტაპზე სივრცე სახურავის 50სმ-ით აწევით გაადიდეს. სალონში ხის იატაკი, სრულყოფილი სამზარეულო, თავისი მაცივრით, გაზქურით და სასადილო მაგიდით მოაწყეს. საძინებელში წყვილმა დიდი საწოლი დადგა და იქვე დაამონტაჟა სათავსო – ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესანახად. მოგზაურებს არც კომფორტული აბაზანის მოწყობა არ დავიწყებიათ.
ბორბლებიანი სახლის კაპოტის ქვეშ 5,9 ლიტრის მოცულობის დიზელის ძრავა Cummins-ია განთავსებული და წყვილმა თავის ქმნილებას sugar Bear Bus ანუ ტკბილი დათუნიას სახლი დაარქვა.