მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში, ნონა გაფრინდაშვილი, 84 წლის ასაკში მორიგი მსოფლიო ჩემპიონობისათვის ბრძოლაში ჩაება.
როგორც ნონა გაფრინდაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ტექსტში ვკითხულობთ, მისი გაჩემპიონების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ძვირფასო მეგობრებო, როგორც შევიტყვე გავრცელდა ინფორმაცია ჩემი გაჩემპიონების შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
დღეს მე 9 ტური ყაიმით დავასრულე – წინ კიდევ ორი ტურია.
მინდა მადლობა ვუთხრა ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის!
ამ ვიდეოში დღევანდელ ჩემს პარტიას კოლეგებთან ვარჩევ“, – ვკითხულობთ ტექსტში.
ნონა გაფრინდაშვილი: „სანამ ცოცხალი ვარ, ვითამაშებ! ასაკი ხელს არ მიშლის…“
