ტელეკომპანია “იმედის” ტელესახე, ეკა ამირეჯიბი ზაფხულს პორტუგალიაში ატარებს. ჟურნალისტი საინტერესო მოგზაურობის შესახებ სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეო “ისტორიების” და ფოტოების სახით გვიყვება.
ეკა ამირეჯიბი ლისაბონში იმყოფება. როგორც ირკვევა, ცოტა ხნის წინ ცნობილმა ტელე სახემ პორტუგალიის ქალაქი სინტრა მოინახულა. აშკარაა, რომ მისი მოგზაურობა შემეცნებით ხასიათს ატარებს და ის პორტუგალიის ისტორიასა და კულტურას ეცნობა.
მეგობრები, ახლობლები და მისი მიმდევრები სოციალურ ქსელში ეკას არჩევანს იწონებენ.
“ჭკვიანი გოგო, იცის სად წავიდეს”, – უწერენ კომენტარებში.