LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ეკა კახიანი: „ეს არის ძალიან მძიმე დაავადება, მაქვს ხოლმე შეტევითი ტკივილები, რაც წარმოუდგენელია…“

12117
ეკა კახიანი

გადაცემა „იმუნიტეტის“ ეთერში ეკა კახიანმა შაკიკის შესახებ ისაუბრა, რომელთან ერთადაც ისწავლა თანაცხოვრება:

„ვცდილობ, რომ არ დამჩაგროს. სულ არის თავის რაღაც ტკივილი. უცებ მივხვდები, რომ მტკივა, მაგრამ მივეჩვიე. არის ხოლმე შეტევითი ტკივილები, რომლებიც წარმოუდგენელია. ეს არის ძალიან მძიმე დაავადება, ცდილობს, დაგჩაგროს, ვისწავლე მასთან ერთად ცხოვრება, ვისწავლე, როგორ ვიმკურნალო, როგორ მოვიქცე, შეცვალა ჩემი ცხოვრების სტილი… ვისწავლე მართვა. ვიცი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს. საკვებზე არ მქონია, მაგრამ ვიცი, რომ არ შეიძლება შიმშილი, ღამის თენება, ზედმეტი ხმაური, შუქი, ალკოჰოლი, სიგარეტი. ძალიან ბევრი რამ არ შეიძლება. ადამიანები რომ ერთობიან, სვამენ, დროს ატარებენ, მუსიკა ბოლომდეა ჩართული, მე უნდა გავეცალო. არის შემთხვევები, რომ ყველაფერს ვაკეთებ, ვიცი, რომ 72 საათი უნდა მოვკვდე, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ და მეც მინდა გართობა…“

„თამრიკო ჭოხონელიძემ ჩემი გარდაცვლილი ძმა ნახა, რომელმაც უთხრა ბავშვის (ნინის) დაბადების თარიღი, სქესი, სახელი და ნათლობის დღე… ყველაფერი დაემთხვა!“ – ეკა კახიანი

ვიდეო: „კარგად ვიცი რა არის ოჯახის უბედურება.. ჩემი ძმა 14 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ მაგ ასაკში უკვე ძალიან ვაჟკაცი იყო.. ბოლომდე იბრძოდა.. ლადო კარგი ქართველი კაცი იქნებოდა..“ – ეკა კახიანი გარდაცვლილ ძმაზე

ვიდეო: ეკა კახიანი ქალიშვილს ბოდიშს უხდის: „ნინი, ბოდიშს გიხდი… ალბათ, რამდენი ღამე ვატკინეთ გული…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები