LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თამრიკო ჭოხონელიძემ ჩემი გარდაცვლილი ძმა ნახა, რომელმაც უთხრა ბავშვის (ნინის) დაბადების თარიღი, სქესი, სახელი და ნათლობის დღე… ყველაფერი დაემთხვა!“ – ეკა კახიანი

1596
Untitled design (3)

„თამრიკო ჭოხონელიძემ ჩემი გარდაცვლილი ძმა ნახა, რომელმაც უთხრა ბავშვის (ნინის) დაბადების თარიღი, სქესი, სახელი და ნათლობის დღე… ყველაფერი დაემთხვა!“, – ამის შესახებ მომღერალმა ეკა კახიანმა გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა.

როგორც ეკა კახიანი ამბობს, თამრიკო ჭოხონელიძემ მას ეს ინფორმაცია არ მიაწოდა და მას შემდეგ, რაც ნინი დაიბადა, გაირკვა, რომ ყველაფერი დაემთხვა.

ვიდეო: „კარგად ვიცი რა არის ოჯახის უბედურება.. ჩემი ძმა 14 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ მაგ ასაკში უკვე ძალიან ვაჟკაცი იყო.. ბოლომდე იბრძოდა.. ლადო კარგი ქართველი კაცი იქნებოდა..“ – ეკა კახიანი გარდაცვლილ ძმაზე

„დარწმუნებული ვიყავი, რომ ბიჭი მყავდა იმიტომ, რომ ჩემი ძმა ახალი გარდაცვლილი იყო და ლადო უნდა დაერქმია. ყველაფერი ლურჯი და ცისფერი გვქონდა უკვე შეძენილი.

ამ დროს თამრიკო ჭოხონელიძემ მითხრა, რომ ლადო ვნახეო, რომელმაც მითხრა ბავშვის დაბადების რიცხვი, თვე,სექსი, სახელი და მონათვლის დრო. ოღონდო, მითხრა, რომ ეს ჩვენს შორის დარჩეს საიდუმლოდ და სანამ არ გაჩნდება ბავშვი არ თქვაო. მე ვუთხარი, რომ კი ამას შევინახავო. როგორც კი გავიღვიძეო, ეს ყველაფერი დაწერილი მაქვსო, მიდევს ჩემს უჯრაში და ვერ გეტყვიო, რადგან ლადოს პირობა მივეციო.

ვეხვეწებოდი მითხარი, რა დავარქვა.. გავიდა 2 თვე და ზუსტად იმ დღეს, 27 დეკემბრის დილას წამიყვანეს სამშობიაროში. დედაჩემმა დაურეკა თამრიკოს და მაია ჯაბუას, მოვიდნენ ბავშვიც გაჩნდა და უთხრეს, რომ გოგო გაჩნდაო. თამრიკოს უთქვამს ახლა დავწერ წერილს, აუტანეთ, რომ ეკამ დაარქვას სახელიო. ყველაფერი დაემთხვა.. თამრიკოს ისეთ ისტერიკაში ჩავარდა, ვერ აჩერებდნენ. რიცხვი, სახელი, სქესი, თვე.. ყველაფერი დაემთხვა.

სანამ თამრიკოს წერილი ამოვიდოდა მე დავწერე: „გაჩნდა გოგო და ვარქმევ ნინო-მეთქი“. ჩემმა წერილმა ჩაასწრო თამრიკოს.

შემდეგ თამრიკო ჭოხონელიძემ მაია ჯაბუას აჩვენა ის წერილი, რაც 2 თვის წინ დაწერა: „27 დეკემბერი, ნინო და ნათლობა 19 იანვარი“. ეს ხომ არ არის სიზმარი და დამთხვევა..

ძალიან ჰგავდა ნინი რაღაცით.. გარეგნობით, ხასიათით.. მგონია, რომ ნინი არის ლადოს საჩუქარი ჩემ ცხოვრებაში“, – ამბობს ეკა კახიანი.

 

▶ თამრიკო ჭოხონელიძის სიზმარი

▶ თამრიკო ჭოხონელიძემ ჩემი გარდაცვლილი ძმა ნახა, რომელმაც უთხრა ბავშვის (ნინის) დაბადების თარიღი, სქესი, სახელი და ნათლობის დღე… ყველაფერი დაემთხვა!

ეკა კახიანი #ნოესთან

სრული გადაცემა https://bit.ly/EkaKakhiani

Posted by Noe Sulaberidze • ნოე სულაბერიძე on Sunday, October 15, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g