LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ემის“ დაჯილდოებაზე სერიალ „მეგობრების“ მსახიობებმა თაყვანისმცემლებს სიურპრიზი მოუწყვეს

161
safe-image

„მეგობრების“ გულშემატკივრები უკვე საკმაოდ დიდი ხანია სერიალის სპეციალურ ეპიზოდს ელოდებიან, თუმცა, მისი გამოსვლის თარიღმა კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიწია.  „ემის“ დაჯილდოებაზე  შოუს მსახიობებმა მოულოდნელი სიურპრიზი მოაწყვეს და  მაყურებლი საოცრად გაახარეს.

ცერემონიის წამყვანი, ჯიმი კიმელი სხვადასხვა ცნობილ სახეს ვირტუალურად ერთვებოდა, როდესაც ჯენიფერ ენისტონის ჩართვის ჯერი დადგა, მასთან ერთად მისი კოლეგები, კორტნი კოქსი და ლიზა კუდროუ გამოჩნდენენ, კიმელი გაოცებას ვერ მალავდა.

„რა თქმა უნდა აქ ვარ, ჩვენ ხომ ერთად ვცხოვრობთ“, – თქვა კორტნიმ

„დიახ, 1994 წლიდან ერთ ბინაში ვცხოვრობთ“, –  დაამატა ჯენიფერ ენისტონმა.

შეგახსენებთ, „მეგობრების“ პრემიერა 1994 წელს შედგა, 10 სეზონის შემდეგ, 2004 წელს კი დასრულდა. HBO Max-მა კი რამდენიმე თვის წინ დააანოსა, რომ მალე სერიალის სპეციალურ ეპიზოდს გამოუშვებს.

ახალი დეტალები: „მეგობრები“ ბრუნდება - HBO გადაღებებს შეუდგა

შეგახსენებთ, „მეგობრების“ პირველი სერია მაყურებელმა 1994 წლის სექტემბერში იხილა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები