LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი დეტალები: „მეგობრები“ ბრუნდება – HBO გადაღებებს შეუდგა

139
safe-image

საზოგადოება საკულტო სერიალის,  „მეგობრების“ სპეციალური ეპიზოდის გამოსვლას მოუთმენლად ელოდა. მისი პრემიერა ჯერ კიდევ 27 მაისს უნდა შემდგარიყო, თუმცა, პრემიერის თარიღმა პანდემიის გამო გადაიწია. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ სერიალის გადაღებები აგვისტოს მეორე ნახევარში განახლდება. გადასაღებ მოედანზე უსაფრთხოების ყველა ნორმა იქნება დაცული, მსახიობებს კორონავრუსის ანალიზების ჩაბარებაც მოუწევთ.

ცნობისთვის, გადაღებები კალიფორნიაში, Stage 24-ის სტუდიაში შედგება, სწორედ იქ არის გადაღებული წინა სერიები. ასევე ცნობილი ხდება, რომ პირველი სერია იმპროვიზირებული იქნება და მსახიობები სცენარს ექსპრომტად მოიფიქრებენ.

შეგახსენებთ, „მეგობრების“ პირველი სერია მაყურებელმა 1994 წლის სექტემბერში იხილა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები