LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ექიმებსაც ვერ წარმოედგინათ ჩემი ქმრის გადარჩენა. მართლა სასწაულმა, რწმენამ გადაარჩინა“ – ცისანა სეფიაშვილი მეუღლეზე

580
ცისანა სეფიაშვილი

მომღერალი ცისანა სეფიაშვილი გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა, სადაც საქართვლოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე და რწმენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამის მაგალითად ცისანა სეფიაშვილმა მისი მეუღლის სასწაულებრივად გამოჯანმრთელების ამბავი მოიყვანა და აღნიშნა, რომ მისი მეუღლე ლოცვით გადარჩა. 

ვიდეო: „დედა, მე არ ვარ ღირსი, პატრიარქთან როგორ მივიდე-მეთქი… ეს ბეჭედი პატრიარქმა თავისი ხელით გამიკეთა“ – ცისანა სეფიაშვილი პატრიარქთან პირველ შეხვედრასა და მისგან ნაჩუქარ ბეჭედზე

„ქმარმა ძალიან ბევრი კომფორტი შემიქმნა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჩემს შვილებთან მისი ურთიერთობა და ჩემდამი დამოკიდებულება. არც კი მეგონა, თუ არსებობდნენ ასეთი ადამიანები, რომლებიც ასე იზრუნებდნენ მეორე ადამიანზე“ – ცისანა სეფიაშვილი

„ეს არ ყო პატარა პრობლემა… ისე გართულდა პატარა მოტეხილობა, რომ ფეხის ამპუტაციასაც ვეღარ ახერხებდნენ, მოკვდება ადამიანიო… მამა საბა ძალიან დაგვეხმარა, ასევე დავდიოდი მამა გიორგისთან ლახვრის ლოცვაზე… ჩვენ ეკლესიამ და ლოცვამ გადაგვარჩინა. ისეთი რწმენით ვიყავი, რომ არ არსებობს გამოძვრება მეთქი და ვიცოდი, რომ ლოცვით ჩვენ გადავრჩებოდით. დიდება უფალს! 10 თვის თავზე ადამიანი გამოჯანმრთელდა და ეს ექიმებსაც ვერ წარმოედგინათ თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა. ამაშიც პატრიარქმა მიიღო მონაწილეობა. პატრიარქი ლოცულობდა“, – აცხადებს ცისანა სეფიაშვილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g