LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ერთი ახალი წელი იყო, როცა ბიძა გარდაიცვალა 30 დეკემბერს.. ჩემს ბავშვობაში გურიაში თოფი იცოდნენ ხოლმე.. ახალი წლის წუთები, რომ მოახლოვდა, გარეთ გავედით და 1 თოფი არ გავარდა ჩვენ სოფელში.. იმხელა ერთიანობა იყო“ – ზურა შევარდნაძის ემოციური ისტორია 

153
Untitled design

გადაცემა „იმედის დღე“ ზურა შევარდნაძის წინასაახალწლო სამზადისთან დაკავშირებით, სიუჟეტს გვიზიარებს და მათი საახალწლო ისტორიებით მაყურებლის განწყობის ამაღლებაზე ზრუნავს.

ოთახში მოგიზგიზე ბუხარი, ძველისძველი შუშის სათამაშოები წარსულიდან და ნაძვის ხის ტოტებზე ჩამოკიდებული მოგონებები – ასეთია წელს ზურა შევარდნაძის საშობაო სამყარო. ნოსტალგიური, იდუმალი და ზღაპრული განწყობით.

„ისე მიხარია ყოველ წელს, მგონია, რომ პატარა ვარ.. ერთი ახალი წელი იყო, როცა ჩემი ბიძა გარდაიცვალა 30 დეკემბერს.. დაიქცა ოჯახი.. ბავშვი ვიყავი და ვფიქრობდი, ნეტავ ახლა როგორ იქნება-მეთქი. რომ მოახლოვდა ახალი წლის წუთები ბებიამ თქვა, მოდი აივანზე გავიდეთო.. გამოვედით აივანზე, იქცეოდა ქვეყანა, თოფი იცოდნენ გურიაში მაგ დროს. 1 თოფი არ გავარდა ჩვენ სოფელში.. იმხელა ერთიანობა იყო. სულ ვამბობ ამას, რომ ეს არის ჩემი ქვეყანა“, – ამბობს ზურა შევარდნაძე.

 

ზურა შევარდნაძის, ბასა ფოცხიშვილის და ნინო ანანიაშვილის ნაძვის ხეები

? ზურა შევარდნაძის, ბასა ფოცხიშვილის და ნინო ანანიაშვილის ნაძვის ხეები – საშობაო განწყობა, სამზადისი 2024 წლისთვის და საახალწლო ისტორიები “იმედის დღის” მაყურებელს

?#ნუცა_მამულაშვილი

Posted by იმედის დღე /Imedis Dge on Friday, December 29, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები