დაუსრულებელი გამოძიება ანა იანუშაიტიტეს საქმეზე – მძიმე ამბავი, 3 წლის წინ დიდ დიღომში მოხდა. ძებნის შემდეგ, დედამ 12 წლის ანა გარდაცვლილი იპოვა. გამოძიებას ამ დრომდე არ დაუდგენია, ანა უბედური შემთხვევით გარდაიცვალა თუ მოკლეს.
საგულისხმო დეტალია ისიც, რომ ამ საქმეში პროკურორი გიორგი შაიშმელაშვილი ფიგურირებს.
ნატო ხუტაშვილმა საქმის დეტალებზე „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.
„ბავშვს ხელში, ფრჩხილში აქვს გაჩხერილი თმა. ეს თმა არის დაკარგული. ამის შემდგომ ჩემი შვილი გადაჰყავთ ექსპერტიზის ბიუროში და ექსპერტიზის ბიუროში უტარებს კვლევებს, იღებს ანაწმენდებს, რომელსაც შემდგომში ლუქავს, როგორც თვითონ ამბობს, აშრობს, ლუქავს და აგზავნის სათანადო ადგილზე.
1 თვის შემდეგ, ამ ანაწმენდებს ხსნის ექსპერტიზის თანამშრომელი კვიწინაძე ნინო და წერს თავის დაკითხვაზე, რომ დავდე ქაღალდზე, ქაღალდი დასველდა. ანუ, რა დონეზე სველი იყო ეს ანაწმენდი, რომ ქაღალდი დასველდა. აქვს ობისმაგვარი დანაშრები, ანუ დაობებული არის. გავაშრე და შემდეგ დავიწყე მასზე კვლევა.
ექსპერტი გაამართლეს. გამოვუდა, რომ ექსპერტი დამნაშავე არ არის თურმე, რომ სველი დადო [ანაწმენდები], დააობა… მეტი არგუმენტი რა გინდა?! მისივე თანამშრომელი წერს, რომ დავდე ქაღალდზე, იყო სველი იმიტომ, რომ ქაღალდი დასველდა გარშემო და შემდეგ დავიწყე კვლევა, როდესაც გაშრაო…
ამ ყველაფრის შემდეგ ისევ ჩვენ წავაგეთ და ისევ გამოდის, რომ არავინ არის დამნაშავე იმაში, რომ ეს არის დაობებული.
იმედები პრაქტიკულად აღარ მაქვს… ძალიან ნელა მიდის ტელეფონების მოკვლევა. სწორედ ამიტომ მინდა რომ ეს ყველაფერი კიდევ და კიდევ გადაიხედოს იმიტომ, რომ არ არსებობს იმ ტელეფონებში მკვლელის ტელეფონის ნომერიც ხომ არის. მისი გადაადგილებაც ხომ არის. როგორ შეიძლება რომ ასე, ყველანაირად იდეალური დანაშაული მოხდეს? ეს არის იდეალური „ჩაფარცხვა!“.
„ჩაიფარცხა“ თმა, გაანადგურეს და არ დაიცვა პროკურორმა ადგილი. მერე მეუბნება: „ვის ეძებ ცოლ-შვილს ეძებ?“, – მკვლელს ვეძებ, არ უნდა იცოდე ვის ვეძებ?“, – აცხადებს ანა იანუშიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი, ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი 2023 წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
