საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, გიორგი გველესიანი მისი თანაგუნდელების, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის შესახებ საუბრობს და მათთან დაკავშირებულ სახალისო ისტორიას იხსენებს.
„ხანდახან ხომ უნდა იყო სერიოზული, ჩვენი ჭინკები კი სულ რაღაცას თამაშობენ…
არსად მომიყოლია ეს ამბავი, შოტლანდიასთან იყო თამაში, თუ გახსოვთ, წვიმდა, ერთხელ გაგვიყვანეს, შემდეგ მეორედ, აღარ გადაიღო და გვითხრეს, არ გაიყინოთ, გახურდითო…
ზოგი „შპაკატში“ ჯდება… ამ დროს კვარა და ზუკა ფეხბურთის ტენისს თამაშობენ, იქ უკვე 9:9 ანგარიში აქვთ, დაავიწყდათ თამაში“, – იხსენებს გიორგი გველესიანი.
გიორგი გველესიანი ხვიჩაზე და ზურიკოზე: ჩვენი ჭინკები სულ რაღაცას თამაშობენ🎙 გიორგი გველესიანი ხვიჩაზე და ზურიკოზე: ჩვენი ჭინკები სულ რაღაცას თამაშობენ გამოიწერეთ გადაცემა ლაი ლაის ფეისბუქ და იუთუბ გვერდები, რომლებსაც კომენტარებში გიტოვებთ 👇
Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on ხუთშაბათი, 04 ივლისი, 2024