LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს ცრემლები ბევრი მიზეზით იყო..გამახსენდა ოჯახი, წინაპრები, ჩემი დროშა“ – ილია სულამანიძის ემოციები გამარჯვების შემდეგ: რას ჰყვება ჩემპიონი

140
სულამანიძე

ილია სულამანიძე გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო.

ილიამ გადაცემაში მისი გამარჯვებისა და ემოციების შესახებ ისაუბრა.

„სიტყვებით შეიძლება ვერ გადმოვცე, მაგ დროს ფიქრობ გულშემატკივარზე, ოჯახზე, როგორ გგულშემატკივრობს დედა, მამა…ყველაფერს წარმოიდგენ, შენს წინაპრებს, შენს დროშას, რა ისტორია აქვს..ეს ყველაფერი ცრემლსაც გამოიწვევს, ცრემლები ბევრი მიზეზიდან გამომდინარე იყო…“ – აღნიშნა ილიამ.

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია. ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქეს, ზელიმ კოცოიევს იუკოთი სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ამ წონით კატეგორიაში ილია გახდა პირველი ქართველი ჩემპიონი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g