გიორგი ნაზღაიძე გადაცემა „კოტკასტის“ სტუმარია, რომლის ეთერშიც თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.
როგორც ის გვიყვება, მას ეპილეფსიური გულყრები ჰქონდა.
„ეს იყო ნერვული, ეპილეფსიური გულყრები. რაღაც ასეთი ფორმის იყო, გამოვძვერი სადღაც 11 წლის განმავლობაში. მჭირდა ეს და სხვადასხვა ექიმებთან მატარეს ჩემი ოჯახის წევრებმა. ჩემი ოჯახი არსად არ მალავდა. პირიქით, გვერდში მედგა.
მაგრამ ეს ის პერიოდია, როდესაც ამ ყველაფერს მალავდნენ. ფარულ ცენტრში მიჰყავდათ და ა.შ. მანდაც ვერ მიშველეს. ბოლოს ჩემმა ოჯახმა ექიმი იპოვა, რომელმაც ფსიქოლოგიურადაც, წამლებითაც ამიხსნა, რომ ეს ყველაფერი შენშია, შენ უნდა დაძლიო. როდესაც გეწყება ეს შფოთვა, უნდა მივხდე, რომ ეს არ მოგკლავს.
ამიხსნა, დამიკონკრეტა. სადღაც სამ წელიწადნახევარი დამჭირდა, რომ ეს ყველაფერი მე აღარ მომსვლოდა. როგორც ამიხსნეს, ეს არის ალბათ მილიონში ერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ეს გადალახოს“, – ამბობს გიორგი ნაზღაიძე.
