LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს მორიგი მტკიცებულებაა, თუმცა ამჯერად თვალნათელი, თუ როგორც მოძვრებიან აქეთ ოკუპანტები“ – დავით ქაცარავა

267
დათო ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მისი განცხადებით, მკაფიოდ ჩანს, თუ როგორ კვეთენ მისსავე დაწესებულ საოკუპაციო ზოლს რუსი ოკუპანტები.

როგორც „ფორტუნას“ თავად დავით ქაცარავამ განუცხადა, აღნიშნული ვიდეო რაჭაში, სოფელ ირის მიმდებარედ, ანტისაოკუპაციო მოძრაობის მიერ დაყენებული ფოტო-ხაფანგის მიერაა გადაღებული. „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებლის თქმით, ვიდეო რუსული ოკუპაციის თვალნათელი მტკიცებულებაა.

„ეს არის რაჭა, სოფელი ირის მიმდებარედ. ეს ადგილი – დანაღმული ღობე, ხელყუმბარები ჩვენ აღმოვაჩინეთ. შემდეგ ამ ადგილას ფოტო-ხაფანგი დავაყენეთ, სადაც რუსების აქტივობა ვიხილეთ. ფაქტობრივად ჩანს, როგორ კვეთენ თავისივე დაწესებულ ოკუპაციის ხაზსს ოკუპანტები. მკაფიოდ ჩანს, როგორც მოძვრებიან, გადმოდიან აქეთ, თავის საქმეს აკეთებენ და მერე უკან მიძვრებიან.

ეს მორიგი მტკიცებულებაა, თუმცა ამჯერად თვალნათელი, თუ როგორც მოძვრებიან აქეთ ოკუპანტები, აქამდე მსგავსი არ გვქონია. ეს ახლა ფაქტია, რომ რუსები თავისივე საოკუპაციო ხაზსს აქეთ გადმოდიან, ნაღმავენ ამ ტერიტორიას, გადმოდიან ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რაღაცებს აკეთებენ და ა.შ. ბუნებრივია, ჩვენ ეს ვიდეო შესაბამის სტრუქტურებს მივაწოდეთ, რეაგირება როგორც ხედავთ, არაფერი განსაკუთრებული.“ – განუცხადა „ფორტუნას“ დავით ქაცარავამ.

„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების დაზუსტებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცდილობს, ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g