მომღერალი შაბან მამედოვი ხალხური სიმღერისა და ცეკვის კონკურსის ნახევარფინალშია. შაბანის საოცარმა შესრულებამ არამხოლოდ მაყურებელი, არამედ სოციალური ქსელის მომხმარებლებიც აღაფრთოვანა.
„ასეთი ამაღელვებელი ბოლოს რა ვნახე არ ვიცი.. მადლობა შაბანს ამ ემოციების ზღვისთვის… გარდა იმისა, რომ ფენომენალური სასიმღერო უნარები აქვს, ტექნიკა, საოცარი ტემბრი, ასევე დაჯილდოებულია შინაგანი ინტელექტით, რაც სიმღერაში ასეთი მუსიკალური სიღრმით გადმოითარგმნა..♥️ მადლობა ♥️“, „ეს არის საუკეთესო ნომერი ჯერჯერობით ✌️✌️✌️✌️✌️💖💖💖“, ღმერთო ეს რა იყო, დავმუნჯდი და ემოციებს ვეღარ გამოვხატავ. მერამდენეჯერ მოვისმინე უკვე. პირდაპირ ჩვენს სულამდე ჩახვედი. შაბან, შენ ხარ ფენომენალური ნიჭით დაჯილდოებული. უკარგესი და მართლაც საუკეთესო ხარ. ❤️❤️❤️“, „ცრემლების გარეშე ვერ მოვისმინე… სასწაული შესრულებაა, საოცარი ხმის პატრონი. ბრავო!“, „ეს რა იყო, სასწაული“, „ყოჩაღ, რომ იტყვიან. ყველა ბგერა იყო ბუნებრივი, მისი და არა ხელოვნურად დაყენებული. მართლა კარგი ნამღერი იყო. ❤“, – აღნიშნავენ კომენტარებში.