როლიკო ოქროპირიძის შესრულებით საზოგადოება კვლავ აღფრთოვანდა.
როლიკომ გადაცემაში „პოსტ ალიონი“ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად „ჩემი საქართველო აქ არის“ ბრწყინვალედ შეასრულა და უამრავი დადებითი კომპლიმენტი დაიმსახურა.
„ეს სიმღერა ასე არც არავის არ შეუსრულებია, ორგანულად თავისი სული წამოიღო“
„უფალმა გრძელი სიცოცხლის გზა გაჩუქოს…შენ გასაკეთებელს ასე ლამაზად რომ აკეთებ, იხარე და ახარე შენი საქართველო“
„საქართველოს სიამაყე შვილი ხართ“
„უნიჭიერესი, განუმეორებლად ბუნებრივი და სუფთა, გულს და სულს რომ ჩადებს თითოეულ ფრაზაში“ – აღნიშნავს მსმენელი.