LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს სიმღერა ეძღვნება ჩემს ორ ცაში გაფრენილ ანგელოზს… ძალიან ბევრჯერ უთხარით მშობლებს, რომ ყველაზე მეტად გიყვართ“- ნინი შერმადინი სიმღერას „შემოდგომის ნისლია“ მშობლებს უძღვნის

279
ნინი შერმადინი

მომღერალი ნინი შერმადინი სიმღერას „შემოდგომის ნისლია“ არაჩვეულებრივად ასრულებს და ვიდეოს სოციალურ ქსელში გვიზიარებს. როგორც ნინი წერს, ამ სიმღერას მშობლებს, „ცაში გაფრენილ ანგელოზებს“ უძღვნის.

ნინი შერმადინი: „ხშირად უთხარით, რომ გიყვართ, უდედოს დარჩენილებს კი, ჩემი ჩათვლით, გამძლეობას გისურვებთ!..“

„ეს სიმღერა ეძღვნება ჩემს ორ ცაში გაფრენილ ანგელოზს ❤️ დედას და მამას, რომელსაც ალბათ საკმარისად ბევრჯერ ვერ ვუთხარი როგორ ძალიანაც მიყვარდნენ 🥹 ძალიან ბევრჯერ უთხარით მშობლებს, რომ ყველაზე მეტად გიყვართ, ჩემსავით გული რომ არ გეტკინოთ მერე… 5 წელი გავიდა და ისევ ისეთი მტკივნეულია 🙁 მადლობა ყველას რომ მისმენთ, მე თქვენ მიყვარხართ! ❤️🙏“, – წერს ნინი შერმადინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g