LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ეს სივრცე კიდევ უფრო გამწვანდება” – პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

196
ing

თბილისის მერიამ თავისუფლების მოედანზე პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ, ფეისბუქლაივში ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებით, სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება, შედეგად კი დედაქალაქს კიდევ ერთი ახალი სივრცე შეემატება:

პუშკინის სკვერში სივრცის მოწესრიგება და გალამაზება დავიწყეთ.

სივრცე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, ფილები დანგრეული, კონკრეტული მონაკვეთები ჩავარდნილი, არანაირი გამწვანება, თარგები დაზიანებული, ეს თარგები პროექტის ფარგლებში კიდევ უფრო გაიზრდება და, შეძლებისდაგვარად, რის შესაძლებლობასაც ეს სივრცე გვაძლევს, კიდევ უფრო გამწვანდება.

მთლიანად მოწესრიგდება და განახლდება განათების სისტემა, შენარჩუნებული იქნება ძველი, კლასიკური სანათები, თუმცა ახალი ნათურებით.

ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ იქნება ჩატანილი. ვფიქრობთ, სამუშაოები ოქტომბერში დავასრულოთ”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი სკვერში მიმდინარე სამუშაოებს მოადგილე, ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

“ეს არის ისტორიული სკვერი, რომელსაც ათასობით ადგილობრივი მოქალაქე და ჩამოსული ტურისტი სტუმრობს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ის მოვახდინოთ იმ შესაბამის სტანდარტში, რომელიც მწვანე სივრცეებთან მიმართებით გვაქვს.

სრულად იცვლება საპარკო ინფრასტრუქტურა, მაქსიმალურად ვეცდებით სივრცეში მეტი გამწვანება შევიტანოთ, ავთენტური სახით შენარჩუნდება და რესტავრირდება განათების სისტემა, ასევე სრულად რეაბილიტირდება შადრევანი და მივიღებთ ძალიან სასიამოვნო სივრცეს”, – თქვა ანდრია ბასილაიამ.

თბილისის მერმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს რუსთაველის განახლება დაიწყება:

“მომავალ წელს ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის განახლებას, პირველ რიგში, გაკეთდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოვაწესრიგებთ მთელ გამზირს.

სწორედ ამ სივრცის მოწესრიგება დავიწყეთ, ეს არის ცენტრი, უამრავი ადამიანი სარგებლობს ამ სივრცით, უამრავი ტურისტია და ამ სივრცის მოწესრიგება მნიშვნელოვანია, სამუშაოებს  ოქტომბერში დავასრულებთ და დედაქალაქს კიდევ ერთი ლამაზი სივრცე შეემატება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g