მსახიობმა როლანდ ოქროპირიძემ, რომელიც ამასთანავე გადაცემა „პოსტ ალიონის“ ერთ-ერთი წამყვანია, ტელემაყურებელი კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.
დილის გადაცემაში როლანდ ოქროპირიძემ ჩვეული ემოციით წაიკითხა გაგა გომართელის ლექსი „ჩემს მომავალ თაობას“.
„ყოველმა სიტყვამ გულში გაიარა, სიამაყის ცრემლად იქცა“, „როგორი ადამიანიც ხარ, ისეთი ადამიანური სიყვარულით კითხულობ ამ ლექსაც!“, „სულს რომ აუფორიაქებს მსმენელს“, „ფანტასტიკურია, გურამ საღარაძის შემდეგ, ჩემთვის არავის აუფორიაქებია ასე სული“, „ნიჭიერების ზეიმია“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში მოქალაქეები.
📝 „ჩემს მომავალ თაობას“ – როლიკო ოქროპირიძე (ლექსი გაგა გომართელის)
Posted by პოსტ ალიონი / Post Alioni on ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025