LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ფეხბურთი ძალიან მიყვარდა, ახლა ისე ვეღარ ვთამაშობ.. შიგადაშიგ ვსვამ, ბევრს არა, დავლევ ერთ 3-4 ბოთლს“ – 91 წლის ლეო ანთაძე სახალისო ისტორიებს იხსენებს

312
Untitled design (2)

თეატრისა და კინოს მსახიობი, სახალხო არტისტი ლეო ანთაძე 12 ნოემბერს 91 წლის გახდა.

მსახიობი გადაცემას „პაატა გულიაშვილის ანეკდოტების შოუს“ სტუმრობდა და განვლილი ცხოვრებიდან სახალისო ისტორიები გაიხსენა.

ვიდეო: „ასეთი რამე მგონი მსოფლიოში არ მომხდარა.. 90 წლის რეჟისორი 90 წლის კლასელ მსახიობს როლს აძლევს“ – ელდარ შენგელაია და ლეო ანთაძე პირველ სიყვარულსა და ბავშვობის სახალისო ისტორიებს იხსენებენ

წამყვანის კითხვაზე: „ხომ კარგად ხართ“, მსახიობი ჰპასუხობს – „კი, ისე 30 წლის რომ ვიყავი, უკეთესად ვიყავი“.

წამყვანმა ასევე აღნიშნა: „თქვენი ასაკის დასაზუსტებლად, ინფორმაციის მოძიება რომ დავიწყე, „გუგლში“ სიტყვა ლეო რომ ჩავწერე, ჯერ თქვენი ფოტოები ამომიგდო და შემდეგ ლეო მესის“.

ლეო ანთაძემ გადაცემაში სხვადასხვა გატაცებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ფეხბურთი ძალიან უყვარდა:

„ბავშვობაში ფეხბურთი ძალიან მიყვარდა, ახლა ისე ვეღარ ვთამაშობ“.

კითხვაზე: „დალევასთან როგორ იყავით?“

ლეო ანთაძე ჰპასუხობს:

„20 წლის რომ ვიყავი, უკეთესად ვსვამდი. შიგადაშიგ ვსვამ, ბევრს არა, დავლევ ერთ 3-4 ბოთლს“.

 

გადაცემის სტუმარი – ლეო ანთაძე

Posted by პაატა გულიაშვილის შოუ/ ანეკდოტების შოუ on ხუთშაბათი, 16 ნოემბერი, 2023

 

ვიდეო: 600-ჯერ შესრულებული ზურიკელას როლი – “ძალიან სასიამოვნო იყო”: ლეო ანთაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g