ახლახან მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ თავისი ქალიშვილის, ასევე მსახიობ ქეთი წიქვაძის შესახებ საინტერესო ამბავი გაამხილა ჟურნალ „სარკესთან“. მან აღნიშნა, რომ უკვე ორი წელია, ქეთი რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის უფროსი ვაჟის, ნიკას მეუღლეა. წყვილი კი ახლა შვილს ელოდება, რომელიც ნანა ლორთქიფანიძისთვის მესამე შვილიშვილი იქნება.
ფეხმძიმე ქეთი წიქვაძე ახლახან დედამთილის, თეონა თავართქილაძის დაბადების დღეზე გამოჩნდა.
სოციალურ ქსელში გვერდმა backstage ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი დედამთილი და მამამთილი, თეონა და რეზი ჩანან თავის სტუმრებთან ერთად.