LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Fly Me to the Moon – რომანტიკული კომედია ჩენინგ ტატუმისა და სკარლეტ იოჰანსონის მონაწილეობით

150
b8a5d8fa-ef69-46a3-872f-5f7ee4de2fdd_750x422

გრეგ ბერლანტმა ახალი რომანტიკული კომედია – Fly Me to the Moon გადაიღო. ფილმში, რომლის პრემიერა 12 ივლისს შედგება, მოვლენები 1960-იან წლებში, პირველი კოსმოსური რბოლის დროს, NASA-ს დირექტორისა და მარკეტინგის სპეციალისტის ურთიერთობის გარშემო ვითარდება.

კინოსურათში მთავარ როლებს: ჩენინგ ტატუმი და სკარლეტ იოჰანსონი ასრულებენ. მათი გზები გადასაღებ მოედანზე პირველად გადაიკვეთა.

ჩენინგ ტატუმმა მომავალ რომკომში, კრის ევანსი ჩაანაცვლა. ამ უკანასკნელმა პროექტში მონაწილეობაზე უარი, წარმოების გრაფიკის გამო თქვა. ამჟამად, ევანსი Materialists-ის გადაღებებითაა დაკავებული.

ვიდეო: კრის ევანსი, დაკოტა ჯონსონი და პედრო პასკალი ახალ რომკომში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები