LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ფორმულა-1-ის ჩემპიონმა ახალი Mercedes-AMG GT წარადგინა

129
Mercedes-AMG GT

ფორმულა-1-ის ჩემპიონმა ახალი თაობის Mercedes-AMG GT წარადგინა. Mercedes-ის ახალი სპორტული კუპეს პრემიერა 2023 წლის ზაფხულში შედგა და მოდელი ფაქტობრივად Mercedes-AMG SL-ის მოდიფიკაციად იქცა. მოდელის რეკლამისთვის რატომღაც ფორმულა-1-ის ყველაზე წარმატებული პილოტის ლუის ჰამილტონის ჩართვა გადაწყვიტეს.

2025 წელს ბრიტანელი მსოფლიო ჩემპიონატში Ferrari-ს მრბოლელი გახდება, ამიტომ გერმანულმა ავტომწარმოებელმა 7 გზის ჩემპიონის პოპულარობის გამოყენება გადაწყვიტა, რათა თავისი სპორტქარის გარეკლამება შესძლებოდა მანამ სანამ შესაძლებელი იყო.

ოფიციალურ ვიდეო რგოლში ჰამილტონი Mercedes-AMG GT 63-ის ყველაზე საინტერესო დეტალებზე საუბრობს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები