LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ფორტუნა პლუსის“ 25 წლის იუბილე საზეიმო მიღებით აღინიშნა

1765
„ფორტუნა პლუსი“

რადიო „ფორტუნა პლუსის“ ეთერში გასვლიდან 25 წელი გავიდა.

უახლესი ჰიტების ტალღის საიუბილეო თარიღი რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ თანამშრომლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად აღნიშნა.

ფოტო: „გემოვნება, ხარისხი და ზომიერება…“ – „ფორტუნა პლუსის“ 25 წლის იუბილე საზეიმო მიღებით აღინიშნა – პოპულარული სახეები უახლესი ჰიტების ტალღას დაბადების დღეს ულოცავენ

„ფორტუნა პლუსის“ 25 წლის იუბილეს შოუ-ბიზნესისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ფორტუნა პლუსი“ პირველად ეთერში 2000 წლის პირველ სექტემბერს გავიდა, მალევე შეიძინა უამრავი მსმენელი და რეიტინგების სათავეში მოექცა. უკვე 25 წელია, „ფორტუნა პლუსი“ მსმენელს ინარჩუნებს და სტაბილური რეიტინგის ფონზე, გულშემატკივარს მუდმივ სიახლეებს სთავაზობს.

ევროპის რადიო ასოციაციის ერთადერთი წევრი ამიერკავკასიაში, მრავალი საერთაშორისო აღიარებისა და ჯილდოს მფლობელი რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ოთხ რადიოსადგურს აერთიანებს, რომელთა მსმენელიც რადიო აუდიტორიის 60%-ს აღემატება. ინოვაციური ვებ პლატფორმა Fortuna.ge, რომელიც უნიკალურია თავისი კონცეფციით, მილიონნახევრიან აუდიტორიას კონტენტის ფართო სპექტრს სთავაზობს – ინფორმაცია, მუსიკა და გართობა ერთ სივრცეში.

Dio magti 5g