ცნობილი ექიმი, ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი იუბილარი გახლდათ. მან 6 თებერვალს, დაბადების დღე შვილებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა. წვეულება, როგორც ქეთის ქალიშვილის, ლიზა ჩიჩუას მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან და ვიდეოდან ჩანს, ძალიან მხიარულ და მეგობრულ გარემოში წარიმართა. იუბილარის სადღეგრძელო სტუმრებმა განსაკუთრებულად შესვეს. სტუმრებს შორის გახლდათ ლიზა ჩიჩუას საქმრო, ცნობილი ბიზნესმენი და ტელეწამყვანი, ირაკლი მაქაცარიაც.
ვიდეო: ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია კახეთში ისვენებენ
„გილოცავ, დე“, დაწერა ლიზამ, როდესაც სოციალურ ქსელში ამ მხიარული წვეულების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.