მას შემდეგ, რაც ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩაჩუას სიყვარულის ამბავი გამჟღავნდა, ახალი წყვილის მიმართ საზოგადოების ყურადღება არ წყდება.
შეყვარებულები თავიანთ მიმდევრებს სოციალურ ქსელში ხშირად ანებივრებენ ერთად ყოფნის ამსახველი ფოტო თუ ვიდეო ისტორიებით.
ამჯერად წყვილმა კახეთში გადაღებული ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, შეყვარებულები დროს მხიარულად ატარებენ.