LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ფსიქოთერაპევტის პროფესია იმიტომ გახდა აქტუალური, რომ მანამდე მას ითავსებდა სოციუმი, დაჯდებოდი თურქულ ყავაზე მეზობელთან და ისაუბრებდი…“ – რატომ გაჩნდა ამდენი ფსიქოლოგიური პრობლემა საზოგადოებაში?

568
page

პოდკასტში „მამების დრო“ ფსიქოლოგი ილია ნიკაჭაძე საუბრობს იმის შესახებ, რატომ არის ამდენი ფსიქოლოგიური პრობლემა თანამედროვე საზოგადოებაში.

ილია ნიკაჭაძე:

„უნდა გავითვალისწინოთ ეპოქებს შორის განსხვავება. სოციალური ეპოქა იყო. მე იტალიურ ეზოში გავიზარდე და ჩემს აღზრდაში მონაწილეობა მიიღო მთელმა სამეზობლომ. მხარდაჭერა მოდიოდა ბევრი ადამიანისგან, მარტო მშობლისგან არა. მშობელს შეიძლება არ ეცალა, მეზობელმა გაიგო, რომ იტირა, გამოვიდა და ის ჩაგეხუტა. ახლა საკმაოდ ცივი ეპოქაა. ვერ ვიტყვი, რომ ადამიანი იგივე დარჩა, აღარ ვართ ასე სოციალურები. მაგალითად, ერთ მეზობელს ვიცნობ, ისიც შორიდან. არადა, 4 წელია, აქ ვცხოვრობ. არადა, იტალიურ ეზოში, სანამ ჩემი მეზობელი მიხვდებოდა, რომ კარტოფილი დაუმთავრდა, მე მივდიოდი და მიმქონდა.

რატომ არის ამდენი ფსიქოლოგიური პრობლემა საზოგადოებაში? ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რადგან ის მხარდამჭერი გარემო განმკურნებელი იყო. ახალი პროფესიები იმიტომ ჩნდება, რომ ამის საჭიროება ჩნდება. ფსიქოთერაპევტის პროფესია იმიტომ გახდა აქტუალური, რომ მანამდე ამ პროფესიას ითავსებდა სოციუმი და წარმატებით, დაჯდებოდი თურქულ ყავაზე მეზობელთან და ისაუბრებდი, მთლად იგივე ეფექტი არ ჰქონდა, მაგრამ იყო კათარზისის მომენტი, თერაპიულ ეფექტს, ფაქტობრივად იღებდი. ჩვენ ამ რეჟიმში ვიყავით 24 საათი, ახლა თერაპიაზე დადიხარ კვირაში ერთი დღე… ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი და დეტალია. ახლა შვილებს მშობლების ბევრად მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. აქ ცალკე თემაა სოციალური ქსელების საფრთხეები, რომლისგანაც თავდაცვის ერთადერთი გარანტიაა, რომ მშობელს ჰქონდეს აქტიური კომუნიკაცია შვილთან…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g