ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში, ლაშა ბექაურმა, რომელიც გასული წლის დეკემბრის თვეში, ლომის ბოკვერთან ერთად თბილისის ქუჩებში მანქანით სეირნობდა, მოგვიანებით, ლომის ბოკვერი თბილისის ზოოპარკს გადასცა.
ზოოპარკის ახალ ბინადარზე რამდენიმე დღის წინ, რადიო „ფორტუნამ“ მოამზადა სიუჟეტი, რომელშიც სხვადასხვა თემებთან ერთად, ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ იმ დღის მერე, რაც ბექაურმა ლომის ბოკვერი თბილისის ზოოპარკს გადასცა, ძიუდოისტი მის მოსანახულებლად აღარ მისულა.
🐆👑 როგორ ცხოვრობს ზოოპარკის ახალი ბინადარი ზურაბ გურიელიძის კაბინეტში🐆👑 „როცა ვმუშაობ, მაგიდაზე ამოდის და კლავიატურაზე წვება, ვზივარ და ველოდები, როდის გაიღვიძებს“ 🐆 „მას ახლაც შეუძლია, რომ დაზიანებები მიაყენოს ადამიანს, თუმცა საკმაოდ მშვიდი ხასიათი აქვს“ 👑 „არც ერთი ცხოველის არ მეშინია, მაინცდამაინც არც ადამიანების“ 🐆👑 როგორ ცხოვრობს ზოოპარკის ახალი ბინადარი ზურაბ გურიელიძის კაბინეტში და სად შენდება მისთვის ახალი ვოლიერი? 🐆 ლომის ბოკვერი რადიო „ფორტუნას” ობიექტივში #fortunage
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on პარასკევი, 24 იანვარი, 2025
როგორც ჩანს, რამდენიმეკვირიანი განშორების შემდეგ, ბექაურმა ბოკვერი მოინახულა.
ზოოპარკში შეხვედრის კადრებს ძიუდოისტი თავად აქვეყნებს და ზოოპარკის ადმინისტრაციას საჯაროდ მადლობას უხდის.
„გაიზარდა პატარა🐣🪄 მადლობა ჩვენს ზოოპარკს ასეთი კარგი ზრუნვისთვის❤️“, – წერს ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში და კადრებს ავრცელებს.