უეფამ სარეკლამო რგოლი გამოუშვა და მოუწოდა ელექტროენერგია დაზოგონ.
ვიდეო ევროპის ქვეყნების მოსახლეობისადმია მიძღვნილი, რომელიც ევროკომისიასთან ერთად გადაიღეს.
ელექტროენერგიის ეკონომიის თითოეულ მოქმედებას მოყვება გულშემატკივრებისა და საფეხბურთო სამყაროს ცნობილი წარმომადგენლების მქუხარე ოვაციები.
სახელწოდებაა „გახდი ენერგიის ეკონომიის ფანიც“.