იტალიელი ლეგენდარული მსახიობის, სოფი ლორენის ქართველი რძალი, მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას გვიზიარებს და ქალებს მოუწოდებს ოცნებების ასრულების სჯეროდეთ.
„ჩემნაირად მეოცნებე გოგონებს მივმართავს, არასდროს თქვათ რომ რამე არ გამოგივათ. როდესაც ე.წ ინფლუენსერობას ვიწყებდი, მუდამ ვფიქრობდი ხოლმე, რატომ უნდა დაინტერესდნენ ჩემით, ან ბარტერული გაცვლები რატომ უნდა შემომთავაზონ. თუმცა როდესაც რაიმეს კეთებას ჯიუტად არ წყვეტ, სწორედ ეს იძლევა შედეგს.
რამდენიმე კომპანიამ ბარტერი შემომთავაზა და გამახსენდა მარიამი, რომელსაც თავის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა. ეს არის დასტური იმისა, რომ როდესაც რაიმე კეთებას არ წყვეტ და სვლას აგრძელებ, ეს შედეგს აუცილებლად მოიტანს. მთავარია, რომ ოცნების გარდა ქმედებების განახორციელოთ“, – ამბობს მარიამ შარმანაშვილი.
მარიამ შარმანაშვილი: „ფოტო, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ახლა უკვე ნახატად იქცა“
ვიდეო: „მომენატრე, ჩემო ცოლო“ – კარლო პონტი ქართულად უკვე კარგად საუბრობს
