3 აგვისტოს გაერთიანებული საამიროების დედაქალაქმა აბუ-დაბიმ UFC-ის მორიგ ღონისძიებას უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა გურამ ქუთათელაძემ ერთწლიანი პაუზის შემდეგ მიიღო.
32 წლის ქართველი „ვიკინგი“ UFC-ის დებიუტანტს, Cage Warriors-ის ჩემპიონს, 28 წლის ინგლისელ მებრძოლს, ჯორდან ვუჩენიკს დაუპირისპირდა.
ორთაბრძოლა ქართველის უპირატესობით წარიმართა და გურამ ქუთათელაძემ გამარჯვება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიპოვა.
გურამ ქუთათელაძემ მოიგო🇬🇪 უმძიმესი პირველი რაუნდის შემდეგ, გურამ ქუთათელაძემ ბრძოლა მაინც შემოატრიალა და ჯორდან ვუჩენიკი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა🤟 #UFC #ufcabudhabi #highlights #Georgian
Posted by Fight Night Georgia on შაბათი, 03 აგვისტო, 2024
LaGazzetta.ge ავრცელებს ვიდეოს, თუ როგორ გულშემატკივრობს ილია თოფურიას ოჯახი გურამ ქუთათელაძეს ალიკანტედან.